უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 15:40
font-size

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან მომხდარი ფაქტი არის სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმე სეროზული გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისთვის.

„ცხადია, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ბუნებრივია, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად არის კიდეც ადამიანისის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები, თუმცა კითხვების გაჩენისგან დაზღვეულები არ ვართ. ასეთი ტიპის კითხვები უკვე არსებობს. უსწრაფესად უნდა გაეცეს მათ პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იგულისხმება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა.
მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

31 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე მუხთარლი ბალაქანის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

გუშინ მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილიმ დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას სამი მუხლით წაუყენეს ბრალი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია -კახა კალაძე

12 ნოემბერი, 2019 , 15:50

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალ

ივანიშვილის ნება რომ იყოს პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - თინა ბოკუჩავა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"მისი (ივანიშვილის) ნება რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ ასეთი თავნებობა არ გაუვიდა და პატრიარქზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა," - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის ელჩს შეხვდა

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სა

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა - დავით ზალკალიანი

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ა

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური