უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივნისი, 2017 15:20
font-size

აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ საქართველოში სხვა საგანგაშო ფაქტები ფიქსირდება - ელშან ჰასანოვი

აზერბაიჯანის პოლიტმატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ელშან ჰასანოვის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის გარდა, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, აზერბაიჯანმა დააკავა ალიევის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი, მეხმან გალანდაროვი, რომელიც ამ დღეებში საკანში გარდაცვლილი იპოვეს, და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე გეზლალ ბაირამლი.

ამის შესახებ ჰასანოვმა „ახალ თაობასთან“ ისაუბრა.

ჰასანოვის თქმით, საქართველო აღარაა უსაფრთხო ქვეყანა ალიევისადმი კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი აქტივისტებისთვის. მან ასევე მაგალითად მოიყვანა კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის, ფარმან ჯეირანლის დაკავების ფაქტიც.

„საქართველოში არის სხვა საგანგაშო ფაქტებიც. საქართველოში ცხოვრების ნებართვა გაუუქმეს აქტივისტ დაშგინ აგალაროვს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს აქტივისტ ვიდადი ისკენდეროვს, დაპატიმრებულია ექიმი ფარმან ჯეირანლი“,- განაცხადა ჰასანოვმა.

„ახალი თაობის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოში აზერბაიჯანელ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე არსებულ ზეწოლას სპეციალურ ანგარიშს მიუძღვიან.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანში 165 პოლიტმატიმარია აღრიცხული.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი გახდა

26 ოქტომბერი, 2020 , 17:36

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2285 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2202 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

26 ოქტომბერი, 2020 , 15:57

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლ

სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქარ

თუ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში,

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან - ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდო