უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 12:00
font-size

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - შსს-ის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, „მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაუჩინარდა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხტარლი ბაქოში უკანონოდ გადაიყვანეს. ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

სადიგოვმა, მუხტარლიზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ ჟურნალისტი აყვანისას სცემეს და ასე მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვართან. სადიგოვის თქმით, აზერბაიჯანის სასაზღვრო იზოლატორში მუხტარლის განუცხადეს, რომ მას 10 ათასი ევრო უპოვეს, რომელიც „ჩაუდეს“.

ანა მებურიშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და

პარლამენტთან აქცია განახლდა

19 ნოემბერი, 2019 , 20:10

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე პროპოციული სისტემით არჩევნების ჩატარებას კვლავ ითხოვენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ აქციაზე განცხადებას

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“ - რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე ამბობს, რომ &bdqu

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები გამოვლინდა

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

19 ნოემბერი, 2019 , 18:15

საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. მსოფლიოს ამ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკუ