საზოგადოება


აზერბაიჯანი ცოცხალ ძალას გვიგზავნის - გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანი ხანძრის ჩასაქრობად 50 ადამიანს აგზავნის. მან აღნიშნა, რომ ღამით ავიაციის გამოყენება სარისკო იქნება.
„ორი ვერტმფრენი კიდევ მოდის აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს არ არის სახანძრო ვერტმფრენი, მას მოჰყავს ასევე ცოცხალი ძალა დასახმარებლად 50 კაცის შემადგენლობით. ღამე სახანძრო ოპერაციები რეკომენდირებული არ არის არც ვერტმფრენებით, არც თვითმფრინავით. ავიაცია ამ ვითარებასა და ამ მოცემულობაში ძალიან სარისკოა რომ გამოვიყენოთ“,- განაცხადა მინისტრმა.
მღებრიშვილმა თქვა, შექმნილია ინტერაქტიული რუკა, სადაც ხანძრის ყველა კერაა დატანილი.
„შექმნილია ინტერაქტიული რუკა, დატანილია ყველა ლოკაცია, ხანძრის ყველა კერა. ადგილზე ვაჯერებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. მძიმე ტექნიკა შეგვყავს ტყეში, გზას ვჭრით, რომ შევიდეთ იმ ადგილამდე, სადაც ცეცხლი ანთია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ხოლო თვითმფრინავი დღის ბოლოს შეუერთდება სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციას.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35