უკან
სამართალი
20 მაისი, 2019 13:45
აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ამოიღეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,538.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.