უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

1 ივნისი, 2017 15:00
font-size

აზერბაიჯანის პროკურატურა, აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა, ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფგან მუხტარლი საბირ ოღლუ (1974 წლის დაბადებული) სახელმწიფო სასაზღვარო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 29 მაისს 22:40 წუთზე, ბალაკენსის რაიონის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული. ის პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მან ასევე სასაზღვარო სამსახურის წარმომადგენლების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა.

ჩხრეკისას აფგან მუხტარლის 10 ათასი ევროს ოდენობის თანხმა, ასევე Bank of Georgia ekspress-ის საბანკო ბარათი აღმოაჩნდა.

2017 წლის 30 მაისს ფაქტთან დაკავშირებით აფგან მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 318 მუხლით(საზღვრის უკანონო გადაკვეთა), ასევე 206 მუხლით (კონტრაბანდა)წარედგინა.

2017 წლის 31 მაისს კი, მუხტარლის ბრალი 318 მუხლით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა), 206 (კონტრაბანდა) და 315.2 მუხლით (ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან ძალის გამოყენება) წარედგინა.

საბაილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხტარლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი