უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს 09.08.2012 11:14

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებუმა ძალებმა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაარღვიეს და აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

,,აპა. აზ” ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანს რამდენიმე მიმართულებით გაუხსნეს ცეცხლი.

სომხური მხარე კი 26 ივლისს მძევლად აყვანილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მდგომარეობაზე ავრცელებს ინფორმაციას.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სომხებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ფირუზ ფარაჯევი მძევლად 26 ივლისს აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საზღვარზე ვითარება უკიდურესად ბოლო თვეების განმავლობაში დაიძაბა. ორმხრივი სროლების შედეგად ორივე მხრიდან უკვე ათამდე ადამიანია დაღუპული.