უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ივნისი, 2019 15:22
font-size

აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. „თანამშრომლობის დინამიკა ფართოვდება, ღრმავდება და მტკიცდება, რაც მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საუბარი შეეხო თანამედროვე სამხედრო განათლების სისტემისა და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას, სამმხრივი სწავლებების ჩატარებასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამმხრივი სწავლებების განსაკუთრებული მნიშვნელობა და წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი: „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა იმ ორმხრივ სწავლებებში, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მომავალში დაიგეგმება.“

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების სამმხრივი კურსების შეთავაზებას.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივი ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

15 ივნისი, 2019 , 11:25

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა და გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის -კენეტ ენჯელი

13 ივნისი, 2019 , 11:42

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის და მოხარული ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან, - ამის შესახებ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დი

როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - სენატორი ქორი გარდნერი

13 ივნისი, 2019 , 11:31

აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის - კოლორადოს წარმომადგენლის რანგში, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - საქართველოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა კოლორადოს შტატიდან, ქორი გარდნერმა ვაშინგტ

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა

12 ივნისი, 2019 , 21:00

ქ. ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რ

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

10 ივნისი, 2019 , 14:25

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. აღნიშნულ ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც მდიდარი ქართველოლოგიური ბიბ

„აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა“ - ურუგვაიში გამოფენა გაიხსნა

10 ივნისი, 2019 , 11:30

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცერემონიების დარბაზში გაიხსნა გამოფენა „აღმოაჩინე უცნობ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!