უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად 60 სახლი დაზიანდა 07.05.2012 18:43

აზერბაიჯანში, ზაქათალაში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 60 სახლი სერიოზულად დაზიანდა.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

საგანგებოს სიუტუაციების სამსახურში აცხადებენ, ვისი სახლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ახალ სახლებს აუშენებენ, იმ სახლებს კი, რომელთა აღდგენაც შესაძლებელია, სარეაბილიტაციო სამუშაობი ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, კერძოდ ზაქათალის რაიონში დღეს დილით 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.