უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილთა ჯგუფი დააკავეს 30.05.2012 15:35

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ქვეყნის პრეზიდენტზე ილჰამ ალიევზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

,,დეი.აზ” ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ბაქოში გამართულ ,,ევროვიზიის” კონკურსის დროსაც გეგმავდნენ ტერორისტული აქტის მოწყობას.

არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა ალიევზე თავდასხვა მისი ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ვიზიტის დროს.

უშიშროების სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრასნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო აფეთქებების ორგანიზება და შეიარაღებული თავდასხმა, რაც ადამიანების მასობრივ დაღუპვას გამოიწვევდა. ტერორისტული აქტები უნდა მომხდარიყო Hilton Baku, JW Marriot Hotel Absheron, Baku Crystal Hall-ში.

ამას გარდა დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მკვლელობას და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმას.

ასევე იგეგმებოდა ტერორისტული ოპერაციების ჩატარება ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ზაქათალის, შაქის, ჰუსარისა და სხვა რაიონებში.

ტერორიტული დაჯგუფებების ერთი წევრი ლიკვიდირებულია სხვები კი დაკავებულნი არიან.