უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2020 17:35
font-size

აზერბაიჯნში გამოფენა - „საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე” გაიმართა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ქ. ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - ”საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე”.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოების პროცესში და საქართველოს საელჩოს მიზანს წარმოადგენს შეიტანოს საკუთარი წვლილი მეგობრობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ მხატვრებს, რომლებმაც ფერწერულ ტილოებზე გულწრფელად ასახეს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები საქართველოზე.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, შესაბამისი დიპლომები გადასცა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა ავტორებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 , 19:25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს. მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაო

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

7 აპრილი, 2020 , 18:15

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო.  ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`