უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2017 15:35
font-size

აზიელებმა საქართველოში თავისი საზოგადოების სტრუქტურირება შეძლეს, მათ უსაფრთხოების სამსახურიც აქვთ-მამუკა არეშიძე

ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო დგას საფრთხისა და გამოწვევის წინაშე, რომელიც აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს უკავშირდება.

არეშიძის თქმით, ამ ადამიანებმა შეძლეს საქართველოში თავიანთი საზოგადოების სტრუქტურირება.

როგორც ექსპერტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში ნელ-ნელა სხვა საზოგადოება ყალიბდება.

„საფრთხე ჩვენთვის სხვა რამეა. სხვა ტიპის საფრთხე და გამოწვევა გაჩნდა საქართველოსთვის. დიდი დავაა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იქცევა საზოგადოება როდესაც პროტესტს გამოთქვამს აქ მყოფი აზიელების სიმრავლესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ვერც ისინი და ვერც მათი მოწინააღმდეგეები ზუსტად ვერ აცნობიერებენ რა ხდება.

ის ხალხი, ვინც აქ არის ჩამოსული ძირითადად არის ძალიან ორგანიზებული და კონსოლიდირებული ჯგუფები ადამიანებისა. ამ ადამიანებმა შეძლეს, ბოლო დროის განმავლობაში, იმდენად კარგად ორგანიზება, რომ მიაღწიეს თავისი საზოგადოების სტრუქტურირება. ანუ ქართულ საზოგადოებაში ნელ-ნელა ყალიბდება სხვა საზოგადგოება, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, ურთიერთობის წესები, ენა, თავისი საზოგადოებრივი და სამოქალაქო სტრუქტურები, უსაფრთხოების სამსხურიც კი. ეს არის საკმაოდ უსიამოვნო მოვლენა. ამან ჩვენი საზოგადოების თვალწინ ისე ჩაიარა, რომ საზოგადოება ამას ვერ ჩაწვდა. საზოგადოებას ქონდა ემოციური რეაქცია იმაზე, რაც ხდებოდა და არა გააზრებული.

ვიღაცა ოპონენტი მეტყვის, რომ ასეთი რამ ხდება ევროპის ქვეყნებში, იგივე „ჩაინა თაუნების“ არსებობა. მაგრამ სხვა არის ნიუ-იორკი, სხვა არის ლონდონი. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების დედაქალაქები. საქართველო არ არის ძლიერი სახელმწიფო, საქართველოს ასეთი ტიპის კონსტრუირებული საზოგადოებრივი წარმონაქმნის გადახარშვა არ შეუძლია. ამიტომ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ამას სჭირდება სერიოზული დაკვირვება და სწორი რეაგირება“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი