უახლესი ამბები
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ივანე მაჭავარიანი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან „კოვიდ-19“-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.
დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოში ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა მოაწერა ხელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოსთვის მიმდინარე წლის 28 მაისს დაამტკიცა.