უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 აპრილი, 2018 16:35
font-size

აზიის განვითარების ბანკი გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება.

სამთო-სათხილამურო კურორტზე წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებულ ვითარებას, ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ირაკლი ქარსელაძესთან და გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის ხელმძღვანელთან გიორგი კობერიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გიორგი კობერიძემ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით 2017 წელს დასრულდა, რომლის შედეგად გუდაურის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

,,ჩვენ უკვე წლებია საქართევლოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ურბანული განვითარება და წყალმომარაგების სექტორია. ADB-ი უწევს ფინანსურ მხარდაჭერას გუდაურში დაგეგმილ წყალმომარაგების პროექტებს და დღეს, აქ სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით. ამჟამად, ბანკის ჯამური პორტფელი საქართველოს მასშტაბით 1,3-1,4 მილიარდი დოლარია. სამომავლოდ შესაძლებელია ახალი პროგრამის შემუშავება, რადგან ვფიქრობთ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა საქართველოს ხელისუფლებასთან. გუდაურის სწრაფი განვითარების ტემპი კი, საკმაოდ შთამბეჭდავია’,’-განაცხადა ვერნერ ლიპახიმ.

აზიის განვითარების ბანკის დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე ინფრატსრუქტურულ პროექტებს, დაგეგმილი სამუშოების ადგილმდებარეობას და არსებულ ვითარებას გაეცნო.

სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა

22 მაისი, 2018 , 13:00

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა.  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2,9 მაგნიტუდა იყო. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, სტიქიის ეპიცენტრი ლაფან

თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენება იგეგმება

22 მაისი, 2018 , 11:20

თელავში ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პ

აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

21 მაისი, 2018 , 16:25

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრ

ჩაქვში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

21 მაისი, 2018 , 14:20

ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი

დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა - სამორინეს დახურვის მოთხოვნით სარფში აქცია ჩატარდა

21 მაისი, 2018 , 14:00

სარფში ადგილობრივ მოქალაქეთა ჯგუფმა ეკლესიის გვერდით სამორინეს დახურვის მოთხოვნით აქცია ჩაატარა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ

ურეკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

19 მაისი, 2018 , 17:40

ავტოსაგზაო შემთხვევას ურეკში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე