უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ივნისი, 2017 16:10
font-size

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია - შონ ოსალივანი

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 ივნისი, 2017 , 17:30

22 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4080 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება

22 ივნისი, 2017 , 17:30

ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვიენ, ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency&ldquo

„უვ პრინტი“ - პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება

22 ივნისი, 2017 , 16:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „უვ პრინტი“ შეემატება. შპს "

საკრებულოში საინვესტიციო კომპანიასთან ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნისი, 2017 , 14:30

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი თბილისის მუნიციპალიტეტის

ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს - ილია ელოშვილი

22 ივნისი, 2017 , 14:30

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. "ბოლო 4 წლის განმავლობაში 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა - ეს არის 250 მეგავა

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენას მოქალაქეებს სთავაზობს

22 ივნისი, 2017 , 12:20

მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. &bd