უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 აპრილი, 2019 11:40
font-size

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პროექტს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი დოლარი) სესხსა და 500 ათასი დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, აღნიშნული ფინანსური ხელშეწყობა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სესხები ლარში გაიცემა და ასევე გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შემცირებას ემსახურება.

„ეს აზიის განვითარების ბანკის მიერ „კრედო“-სთან განხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს, გააფართოოს მომსახურების სფერო, მოიცვას მცირე ბიზნესი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობა ქალია. ვამაყობთ, რომ „კრედო ბანკთან“ თანამშრომლობით ვაფართოებთ მომსახურების სფეროს, ვზრდით ეკონომიკურ საქმიანობას რეგიონებში, ხელმისაწვდომს ვხდით საცხოვრებელს და ხელს ვუწყობთ საქართველოს მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.

Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებზე ისაუბრა გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა. „საქართველოში 150 თანამ

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვით შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, მომავალ წელს, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რის მიხდვითაც მონე

მნიშვნელოვანია, ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის კონკრეტული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს - მაია ცქიტიშვილი

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმზე შედგეს კონკრეტული ინტერაქცია, ჩამოყალიბდეს ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით“,- ამის შესახ

საქართველომ შექმნა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის - ENKA Power-ის გენერალური დირექტორი

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა

საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2019 , 11:45

საქათველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე განბა

საქართველოს და სომხეთს აქვს პოტენციალი და შეასძლებლობა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავშირებული ჩვენს მეგობრებთან - ტიგრან ავინიანი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლო