უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტად ბანკის მმართველთა საბჭომ ერთხმად მასაცუგუ ასაკავა აირჩია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 61 წლის მასაცუგუ ასაკავას ამჟამად იაპონიის პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩევლის პოზიცია უჭირავს და ADB-ის მეათე პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის 17 იანვარს დაიკავებს. მოქმედი პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო უფლებამოსილებას 2020 წლის 16 იანვარს დატოვებს. ასაკავა კი, პრეზიდენტ ნაკაოს ამოუწურავ ვადას დაასრულებს, რომელიც 2021 წლის 23 ნოემბერს იწურება.

„ბატონი ასაკავას ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებისა და განვითარების მიმართულებით, ADB-ის ხედვის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი განვითარების განხორციელებაში დაეხმარება,“ - განაცხადა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ჰონგ ნამ-კიმ, რომელიც ამავე დროს ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

მისივე თქმით, „ADB-ის მმართველთა საბჭო მოუთმენლად ელოდება ბატონ ასაკავასთან მუშაობას.“
თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც თითქმის ოთხ ათწლეულს ითვლის, მასაცუგუ ასაკავას მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა იაპონიის ფინანსთა სამინისტროში, მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მიღებული აქვს მრავალმხრივი გამოცდილება განვითარების პოლიტიკის, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებისა და საერთაშორისო საგადასახადო რეგულაციების მიმართულებით.

2019 წლის დიდი ოცეულის (G20) ოსაკას სამიტსა და ფუკუოკაში, იაპონია, დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ამასთან, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების სამიტის პირველ შეხვედრაში, როგორც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ტარო ასოს აღმასრულებელი თანაშემწე. მასაცუგუ ასაკავა აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მუშაობაში და 2011-2016 წლებში ორგანიზაციის ფისკალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

2012-2015 წლებში ბატონი ასაკავა ტოკიოს უნივერსიტეტის, ხოლო 2006-2009 წლებში საიტამას უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი გახლდათ.

მასაცუგუ ასაკავამ 1981 წელს მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1985 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრი გახდა.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი