უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ივნისი, 2018 14:50
font-size

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის - მამუკა ბახტაძე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას.

„მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

„ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღ

ტექნოპარკში ProductTank ღონისძიებების სერია იწყება

15 დეკემბერი, 2018 , 14:50

2018 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებ

თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება

15 დეკემბერი, 2018 , 14:10

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თიბისის დამფუძნებლები და მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მ

ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია - გიორგი ქობულია

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გ

საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოში პირველადხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი

გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის გან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`