უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 სექტემბერი, 2018 17:46
font-size

აზიის განვითარების ბანკმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა

დღეს, აზიის განვითარების ბანკმა (აგბ) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას.

ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის მქონე ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რეგიონული განვითარების პროგრამის მამოძრავებელ ძალად განიხილება და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

„ანაკლიის პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა რეგიონულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკისა და ბიზნესის ცენტრად აქცევს,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა. „აზიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს ფინანსების მობილიზებას და საკონსულტაციო მომსახურებას პროექტით გათვალისწინებული რეგიონული განვითარების შესაძლებლობების გასაღრმავებლად. ჩვენ ვთავაზობთ დაფინანსებას როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, შესაძლებლობა გვაქვს მოვიზიდოთ ფართომასშტაბიანი დაფინანსება, უზრუნველვყოთ ტრანზაქციის მოსამზადებელი დახმარება, ხელი შევუწყოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობასა და ასევე, რეგიონულ პარტნიორობასა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების მობილიზებას.“

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ყველაზე დიდი და განვითარებული პორტი შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც საშუალება ექნება მიიღოს 10,000- კონტეინერიანი გემები. საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით პორტი ასევე ადვილად მისადგომი გახდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. პორტის მიმდებარე ტერიტორია განვითარდება სპეციალურ ეკონომიკურ ზონად, რომელიც ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრად იქცევა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი აგბ-ს, ანაკლიის პორტსა და სეზ-ის განვითარების კონსორციუმს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და სს ანაკლია სითის საშუალებას მისცემს განავითაროს თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების განვითარების, ფინანსებისა და ვაჭრობის მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და სს ანაკლია სითის გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებებად განისაზღვრა პორტისა და სეზ-ის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარება; კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა, სტრატეგია და რეგულაციები, ურბანული დაგეგმარება, კერძო სექტორის განვითარება, ტექნიკური და პროფესიული განათლება და სასწავლო პროგრამები პორტსა და ქალაქში ძირითადი სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოში აგბ-ს განვითარების საკვანძო პრიორიტეტებად განსაზღვრულია ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, რეგიონული კავშირების გაძლიერება და სამოქალაქო სერვისების გაუმჯობესება.

„აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა საქართველოსთან ბოლო სამი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, იეშიმ ელჰან-კაიალარმა. „პროექტს აქვს პოტენციალი გარდაქმნას არსებული გეო-ეკონომიკური გარემო და მრავალმხრივ განავითაროს ქვეყნის შესაძლებლობები.“

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის მთავარი სატრანსპორტო საზღვაო კარიბჭე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ამ კონტექსტში, საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, რომელიც რეგიონში ამ მიმართულებით წამყვანი დონორი ორგანიზაციაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლია სითის გენერალური დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი: „მოხარული ვართ აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობით. ანაკლიის პროექტები რეგიონში შექმნის ათასობით ახალ სამუშო ადგილს და ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ რეგიონის მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო და გადასამზადებელ აქტივობებს. ამასთან, ჩვენი თანამშრომლობა ADB-ის გუნდთან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქ ანაკლიის, როგორც მომავლის პროექტის, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სისტემების განვითარებაში“.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას 2007 წლიდან უწევს და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური რაოდენობა 2.42 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აგბ-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 67 ქვეყანას, მათ შორის 48 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2017 წელს აგბ-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 32.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 11.9 მილიარდი თანადაფინანსების სახით.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში შემოდის

24 იანვარი, 2019 , 13:54

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

24 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი

23 იანვარი, 2019 , 17:42

დღეიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი ძალაში დღეიდან შევიდა. “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 17:34

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

23 იანვარი, 2019 , 16:36

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა.

თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს - დავით ზალკალიანი

23 იანვარი, 2019 , 14:54

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`