უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ივლისი, 2019 15:45
font-size

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც.

საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვებისთვის ხელსაყრელი გარემოა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიურობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ განვითარებას.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კერძო განთავსებით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუშვა, ხოლო ამჯერად, უკვე საჯარო შეთავაზებით, 2 ახალი სასესხო ფასიანი ქაღალდი, სამი და ხუთწლიანი ვადიანობის, 30-30 მლნ. ლარის ნომინალით გამოუშვა.

ამ გამოშვების სიახლე იყო ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ანგარიშსწორება განხორციელდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების განახლებული სისტემის (GSSS) მეშვეობით. ეროვნული ბანკი ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორია, ხოლო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორი (GCSD) კი ამ ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარია. აღსანიშნავია, რომ ADB-ის ახალი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც განთავსდება.

2018 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა (GSSS) დანერგა, რომელიც, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემასთან ერთად, ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების ძირითადი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა. GSSS სისტემის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა, კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ბაზარზე ლარით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ სახსრებს სხვადასხვა პროექტების ლარით დასაფინანსებლად იყენებენ, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ლარიზაციას უწყობს ხელს.

ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://www.adb.org/ka/news/adb-sells-60-million-lari-dual-tranche-domestic-bonds-georgia.

NS

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ექსპორტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელის გამოქვეყნებაც სახე

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

20 იანვარი, 2020 , 12:45

საქსტატის წინასწარი შედეგებით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 498.7 მლნ.

შესაძლოა, გასახვევი თამბაქოს 15 გრამიანი შეფუთვით რელიზაცია დაუშვან

18 იანვარი, 2020 , 15:20

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით თამბაქოს ნაწარმის, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულის და თამბაქოს ნარჩენების 15 გრამ

პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

17 იანვარი, 2020 , 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`