უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ივლისი, 2019 10:15
font-size

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც ანგარიშსწორების ბანკი ასევე, იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი გალტ ენდ თაგარტმა უზრუნველყო.

ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ.

„ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა, პიერ ვან პეტეგემმა.

„მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60 მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"მოხარული ვარ, აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტის როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაციების განხორციელებაში არამხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები. მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე", - განაცხადა გალტ ენდ თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

NS

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ექსპორტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელის გამოქვეყნებაც სახე

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

20 იანვარი, 2020 , 12:45

საქსტატის წინასწარი შედეგებით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 498.7 მლნ.

შესაძლოა, გასახვევი თამბაქოს 15 გრამიანი შეფუთვით რელიზაცია დაუშვან

18 იანვარი, 2020 , 15:20

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით თამბაქოს ნაწარმის, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულის და თამბაქოს ნარჩენების 15 გრამ

პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

17 იანვარი, 2020 , 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`