უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 სექტემბერი, 2017 14:40
font-size

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8 % დან 4,2 %-მდე გაზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

,,აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონის ისეთ ქვეყნებს, უსწრებს როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ.

ADB-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ანგარიშის მიხედვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითადაა შეფასებული.

„საქართველო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს, რომელიც წინა წლებში იყო და ეს არის სწორი პოლიტიკის და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება. დოკუმენტში, ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ექსპორტის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას“,-აცხადებს ნინო ჯავახაძე.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი