უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 აგვისტო, 2019 10:50
font-size

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

მათი ინფორმაციით, ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევაზე, საქართველოში ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გზით. ის, ასევე, გააძლიერებს ქვეყნის კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს მთავრობის საბაზრო ეკონომიკის განვითარებისკენ სწრაფვას.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობის ხელსაყრელად გამოყენების კარგი შესაძლებლობა აქვს. ქვეყანას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან 30-ზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს დადებული და წარმატებით განაგრძობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, უმუშევრობის მაღალმა დონემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის და დაბალი წარმადობით გამოწვეულმა მიმდინარე ანგარიშის მწვავე დეფიციტმა ქვეყანას სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა. ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა არის ADB-ის ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის მთავარი მიზანი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა - ბადრი ჯაფარიძე

7 აგვისტო, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა. „იანვარში გახარიას

„ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით - ნათია თურნავა

6 აგვისტო, 2020 , 15:40

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმ

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - გიორგი გახარია

6 აგვისტო, 2020 , 15:40

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვარდნა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2021 წლის პრგონოზირებისას ეს პირველი პესიმისტური

ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება - კობა გვენეტაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. „მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისი

ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა - ნათია თურნავა

5 აგვისტო, 2020 , 14:55

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭ

„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის - ნათია თურნავა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის&ld

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე