უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2017 15:30
font-size

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებები განაგრძობენ შეხვედრებს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამჯერად სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აშშ-ის განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის განიხილოს სხვადასხვა მოსაზრება და წინადადება.

შეხვედრაზე სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და შემუშავებული სტრატეგიული ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს; იმსჯელეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მავნებელთან ბრძოლის პრაქტიკასა და საქართველოს გამოცდილებაზე. ხაზგასმით აღინიშნა მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის მნიშვნელობა.

მეცნიერების მხრიდან სამინისტროსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატი დადებითად შეფასდა.

2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია. პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა, მათ შორის პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2181 ლარი გახდა

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2181 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მადლობა გმირ პოლიციელებს - ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

მადლობა გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მ

საავადმყოფოში ინფიცირებულთა მხოლოდ 24% იმყოფება - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ ვისწავლეთ ინფექციის უკეთ მართვა რისიც გვეშინოდა გაზაფხულზე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. დღეს გამართული აუქციონის შედეგს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზ

პირბადე გახდება კოვიდთან თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი ჯიბეში - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მა

ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 16:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. „მოგეხსენებათ, სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირ