უკან

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2018 12:05
font-size

აზიურ ფაროსანაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრაში აზიურ ფაროსანაზე ყურადღების გამახვილება გადაჭარბებული იქნება.

მინისტრის მტკიცებით, უწყება სრულიად მომზადებულია 2018 წელს მავნებელთან საბრძოლველად.

„მე ვფიქრობ, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა. რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს.

არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამ საკითხზე კომუნიკაცია ფერმერებთან 2017 წელს დაიწყო და შედგა. 2018 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება, ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მერწმუნეთ, ამისთვის მზად ვართ", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

ის ასევე გამოეხმაურა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას კრიტიკას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის მიმართ, რომლის მიხედვით, ალავიძე ბოლომდე არ ესწრება და მალევე ტოვებს ფაროსანასთან საბრძოლველად შექმნილ სახელმწიფო კომისიის სხდომებს.

„მინდა დავაფიქსირო, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობას კოორდინაცია არ აკლია, არ აკლდა არც 2017 წელს. აბსოლუტურად კოორდინირებულად ვმუშაობთ და ასევე გავაგრძელებთ. 2017 წელს კომისიის ფორმატი ასეთი ფართომასშტაბიანი არ იყო, თუმცა 2018 წელს ამის ფორმალიზებაც გავაკეთეთ და კომისიის სახე მივეცით ამ ყველაფერს, იმ ურთიერთობას, რომელიც მთავრობის სხვადასხვა ბლოკს სჭირდება ამ გამოწვევის სწორად მართვისთვის. ვფიქრობ, რომ გასულ წელს მიღებული გამოცდილებით, 2018 წელს ძალიან ეფექტურ კამპანიას ჩავატარებთ. ვფიქრობ, რომ მოსახლეობაც უფრო მომზადებულია და 2018 წელს მეტი შედეგები გვექნება", - თქვა დავითაშვილმა.

დავითაშვილი დეპუტატების წინაშე დღეს 12 საათზე წარდგება.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი