უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2017 13:00
font-size

,,აზოტიდან’’ გათავისუფლებული თანამშრომლები პასუხს ,,საქართველოს ბანკისგან’’ მოითხოვენ

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ,,საქართველოს ბანკის’’ შენობასთან რუსთავის ,,აზოტიდან’’ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

ბანკის ცენტრალურ ფილიალთან სოლიდარობის ნიშნად შეკრებილები იყვნენ ასევე პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და,,აუდიტორია 115’’-ის წევრები.

აქციის მონაწილეები სწორედ ,,საქართველოს ბანკისგან’’ მოითხოვენ პასუხს, რადგან მათი განცხადებით, ქიმიური კომბინატის აქციების მფლობელი ,,საქართველოს ბანკია.’’

ისინი ასევე, მოითხოვენ, რომ ,,საქართველოს ბანკმა’’ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს იმ აუქციონის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ,,აზოტის’’ ქარხანა გადაეცა ახალ მფლობელს.

,,დღეს ჩვენ ვაწყდებით ვითარებას, სადაც ,,საქართველოს ბანკის’’ ქუდის ქვეშ არსებული გაერთიანებები, თუ თავად ,,საქართველოს ბანკი’’ ახერხებს, რომ ხელში ჩაიგდოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტები, გაათავისუფლოს იქიდან დასაქმებულები, ყურადღება არ მიაქციოს არანაირად ადამიანის უფლებებს და ხალხის ხმას, ყოველგვარი იგნორი გაუკეთოს მათ მოთხოვნებს და ამის შედეგად იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს’’, - განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიასთან’’ საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

,,აზოტიდან’’ გათავისუფლებული 350 თანამშრომელი სამუშაო ადგილებზე მათ დაუყოვლებლივ აღდგენას მოითხოვს. ქარხანაში არსებული ვითარების შესწავლის მოთხოვნით მათ მოგვიანებით სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

ნინო ექვთიმიშვილი

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

21 იანვარი, 2019 , 18:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტელეკომპანია „პირველის&

ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება - თბილისის მერიის განცხადება

21 იანვარი, 2019 , 17:52

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

21 იანვარი, 2019 , 17:50

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერებ

„93-ე აუდიტორიაში“ დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

21 იანვარი, 2019 , 17:48

22 იანვარს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პრ

„ჩვენი ქალაქი გახდა კატასტროფების სავსე ქალაქად“

21 იანვარი, 2019 , 16:58

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ელოდებოდა. ვალდებულების მიუხედავად, გიორგი ბაგრატიონი სხდომაზე არ მისულა. „გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების

“დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში 60 000-ზე მეტ ბავშვს ემსახურებოდნენ უხარისხო საკვებით”

21 იანვარი, 2019 , 16:45

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს მიმართავს და ბაღების კვებით მომსახურებისთვის შპს „ნილთან“ ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატმა ლევან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`