უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2017 12:50
font-size

„აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალი - გვიდიანის ინიციატივა „საქართველოს ბანკისთვის“

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებით, “რუსთავის აზოტიდან” მასობრივი დათხოვნის გამო განვითარებულმა საპროტესტო ტალღამ გარდა სოციალური საკითხისა, რომელიც დათხოვნილ 350-მდე მუშა-მოსამსახურის ბედთან ერთად, ქალაქ რუსთავის და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს, ზედაპირზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი თემაც წამოსწია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქიმიურ კომბინატში შექმნილ ვითარებასთან ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ მიმართება. ასევე გამოიკვეთა, რომ „საქართველოს ბანკის“ მოქმედებების გამო „აზოტში“ განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს საქართველოს იმიჯს და რეპუტაციას საერთაშორისო ბიზნეს-წრეებში.

„აზოტის“ საკთხთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა, რომელზეც საზოგადოებას გააცნო „საქართველოს ბანკისთვის“ „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალის მისეული გეგმა.

გვიდიანის ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ბანკისთვის“ „აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალს ეხება, ასეთია:

1) გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენა სამსახურში. - პროტესტის დაცხრობისა და, შესაბამისად, პროცესების დასტაბილურების მიზნით, პირველ რიგში, აუცილებელია თითოეული გათავისუფლებული მუშის სამსახურში აღდგენა, რათა კომპანიის, კრედიტორების, თუ სხვა კომერციული ორგანიზაციების ინტერესებს დასაქმებულთა უფლებები არ შეეწიროს და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური საარსებო პირობები.

2) გაუქმდეს ჩატარებული ფიქტიური აუქციონის შედეგები. - როგორც ცნობილია, „რუსთავის აზოტის“ ქარხნის აუქციონი მთელი რიგი დარღვევების ფონზე გაიმართა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა აუქციონში კომპანია „ეუ ინვესტმეტსს“ გაამარჯვებინა, რომელიც მხოლოდ 2 კვირის დაფუძნებული იყო და, რომელსაც, სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. სწორედ აღნიშნულ კომპანიაზე გასცა ბანკმა „აზოტის“ შესასყიდად 235 მილიონიანი კრედიტი, რაც აორმაგებს ეჭვს იმის შესახებ, რომ აუქციონი ფიქტიური იყო. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკმა“ „რუსთავის აზოტის“ აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს“ მხოლოდ 2 დღით ადრე, ისიც ქართულ ენაზე, შეატყობინა. ამით დაირღვა სხვა კრედიტორების უპირატესი გამოსყიდვის უფლება.

შესაბამისად, ასეთი დარღვევებით ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან, ირკვევა, რომ აუქციონი ჩაატარა ფიქტიური მყიდველის ბიზნეს-პარტნიორის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, რაც უფრო საეჭვოს ხდის აუქციონის გამჭვირვალობასა და ამტკიცებს მოსაზრებას წინასწარგანზრახული სქემის არსებობის თაობაზე.

3) დაინიშნოს ახალი აუქციონის თარიღი. - რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ახლად დანიშნულ აუქციონზე მოწვეული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს” - და ყველა სხვა კრედიტორებს. ასევე, აუქციონის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს გამოცდილმა კომპანიამ, რომლის ძირითად საქმიანობას, სწორედ ასეთი მასშტაბური აუქციონების გამართვა წარმოადგენს. გარდა ამისა, ცხადია, სწორად გამართული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუქციონის გამართვა უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სტაბილური იმიჯის მქონე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას.

4) საქართველოს მთავრობამ განაახლოს მოლაპარაკებები EBRD-თან „რუსთავის აზოტისთვის“ 155 მილიონიანი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. - როგორც ვიცით, გასული წლის ივლისის თვეში „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის გაფორმდა 155 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება. თუმცა, 3 კვირის შემდეგ „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა“ უარი თქვა აღნიშნული კრედიტის გაცემაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, მყისიერად გაგრძელდეს მოლაპარაკებები EBRD-თან 155 მილიონი დოლარის სესხის განახლებაზე. 155 მილიონი დოლარის მოცულობის სესხს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ ქართულ ბიზნეს-სუბიექტებს ყოველდღე არ უმტკიცებს. ამდენად, ამ მიღწეული შესაძლობლობის ხელიდან გაშვება დანაშაულადაც კი შეიძლება შეფასდეს.

ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მუშა-მოსამსახურეების მუდმივი კონტრაქტით და კანონის სრული დაცვით „აზოტში“ აღდგენასთან დაკავშირებით, პროცესში აქტიურად ჩაერთოს შრომის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო.

მთლიანად მთავრობა და განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ჩაერთოს EBRD-თან სასესხო ხელშეკრულების განახლების უზრუნველყოფის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:

2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” დაიწყებს

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’ ’AIR FRANCE” იწყებს. 2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგ

მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტა

რა იცით ინფლაციის შესახებ? - ეროვნული ბანკი საზგადოებას სახალისო ტესტს სთავაზობს

10 დეკემბერი, 2018 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით, საზოგადოებას პერიოდულად არაერთ საინტერესო და სახალისო ტესტს შესთავაზებს. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა და გაიგეთ, რა იცით ინფლაციის შესახებ! ტესტის ნახვა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

10 დეკემბერი, 2018 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე - მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახ

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმური

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`