აზრბაიჯანში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
24.05.2012 16:07
ბაქოს პოლიციამ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან აქციის მონაწილეები დაშალა.
,,ბი-ბი-სის” ცნობით, დაკავებულია აქციის დაახლოებით 20 მონაწილე.
დღეს ტელეცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ოპოზიციური გაერთიანება ,,საზოგადოებრივი პალატა” აქციის მოწყობას გეგმავდა, რომელიც მედიის მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო. თუმცა სამართალდამცავებმა ისინი ტელევიზიის შენობასთან არ მიუშვეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერებმა აქციის ჩატარება მაინც სცადეს.
დღეს ბაქოში ,,ევროვიზიის” ნახევარფინალი იმართება, რომელსაც ადგილობრივი და უცხოური მედია ფართოთ აშუქებს. აზერბაიჯანული ოპოზიცია აქციებს სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ,,ევროვიზიის” მიმდინარეობის პერიოდში აწყობს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგოიმარეობას.



















