უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აგვისტო, 2020 17:25
font-size

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს სხვადასხვა ინფორმაციულ პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისთვის არსებული მდგომარეობით შემექმნა გარკვეული წარმოდგენა კეისზე და მინდა გაგიზიაროთ.

დავიწყოთ ბაჩანათი, ეს ახალგაზრდა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა. ის გახლავთ კომპიტერული ნერდი, გამოხატული ინტროვერტი, ჩემი შთაბეჭდილებით აქვს აუტისტური სპექტრიც, რომლის კომპენსაციაც გამოხატულია ციფრებთან განსაკუთრებულ კომუნიკაციაში.

უჭირს აზრების ლაკონურად ჩამოყალიბება, ისტორიას ყველა “წიგნიერი” ენით და აქ ვგულისხმობ არა ლიტერატურულ დახვეწილობას არამედ პედანტურობას, ყველა ისტორიას ყვება უმნიშვნლო დეტალების ხაზგაზსმით, მაგალითად სად იყო კონდიციონერი, როგორ უბერავდა, ასევე ასახელებს ნივთებს, რომელიც ვერბალურ კომუნიკაციაში როგორც წესი გამოტოვებულია, ასე ყვება ისტორიას მწერალი, რომელიც სანამ დიალოგს მოგითხრობს, ჯერ ოთახის გარემოს გვიღწერს.

მენიშნა მისეული სიყვარულის ახსნის მცდელობაც, რომელიც “უდაბნოს მწირს” შეადარა, ასევე თამართან დამშვიდობება კიდევ რაღაც ლექსის მეტაფორა აღწერა.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ამ ასაკის სექსუალურად რეალიზებული მამაკაცი ქალზე აღტკინებულ მეტაფორებში არ საუბრობს, განსაკუთრებით მამაკაცებთან. დამრჩა შთაბეჭდილება რომ ამ ფრონტზე ბიჭი აბსოლუტურად მოუთელავია, იმიტომ რომ სიყვარულის იდეალიზებული მეტაფორებით ახსნა, ახასიათებს ბიჭს რომელსაც ქალის სითბო მხოლოდ ოცნებებში აქვს წარმოდგენილი (14-16წ ასაკი) და ისიც იმ პირობებში როცა იდეალისტია.

ბაჩანა კრისტალურად სუფთა მომეჩვენა, რადგან ჩემი შთაბეჭდილებით გოგონას მიერ გამოხატული სითბო მისთვის განსაკუთრებულია შესაძლოა ასეთი არასდროს უგრძვნია, თორემ ქალებთან განცდილი იმედგაცრუებები “უდაბნოს მწირისგან” განკურნავდა.

გამოიკვეთა ბიჭის მოქმედების მიზეზიც “ის ჩემთან უნდა ყოფილიყო მართალი”, ანუ ისე დაშორდა რომ ვერ ატევს სუიციდის შესაძლებლობას შესაძლო განვითარებულ სცენარში, ხოლო მისი სპეკულაციები კომპანია “ზეგ”- თან არის ამ კოგნიტური დისონანსის სასოწარკვეთილებით გამოწვეული აბსურდი.
ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი. მისი დამოკიდებულება ახალგაზრდა პროგრამისტის მიმართ იყო ცინიკური და ეს ცინიზმი გამომდინარეობდა მისივე დახშული გონებიდან. მის თვალსაწიერს გასცდა და სასაცილო გახადა, თუ ბაჩანას სიყვარულის არ ესმის ე.ი. პატივისცემას არ იმსახურებს. გუშინ ქონდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დაესვა კონკრეტული კითხვები გამოძიებისთვის და არც ერთი კითხვა არ დასვა, დამამახსოვრდა მხოლოდ მისი “საქმის გარჩევის” მცდელობა ბაჩანასთან შენ ჩემზე რა თქვი ამიხსენიო. ეს იმიტომ რომ, მას კონკრეტული კითხვების გენერირება არ შეუძლია და არც აქვს.
მისი “სუიციდის არ მჯერა”, შეკვეთილია კლიენტისგან და რეალურად არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ აქვს.

ნიკა გვარამია უდაოდ ნიჭიერი ადამიანია, თუმცა მისი ცინიზმი სულ სხვაგვარი იყო, მან მიუხვდა ბიჭს ყველაფერი, იცის რომ მის წინაშე იდიოტი არ ზის, მაგრამ ისიც ესმის რომ მთელი ეს ოცობოდია რომელიც სასოწარკვეთისგან შეთხზა უსაფუძვლოა. მომეწონა ნიკას მიხვედრილობა თამარის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, კი მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა ბაჩანას ცალმხრივი სიყვარული აკავშირებდა გოგონასთან, და ის მეორე “კაე ბიჭი” რომელიც ინტროვერტ ბოტანიკოსისგან განსხვავდება კარგი იუმორით და სიტყვა პასუხით მთლად დამთავრებული ისტორია არ იყო.
ბაჩანა ალბათ გოგონას სულიერი მეგობარი იყო, რომელშიც ცხადია ფლირტიც იყო, მაგრამ მე მეეჭვება რომ მათ ერთმანეთისთვის ეკოცნათ და თუ აკოცეს ეს მხოლოდ გამომშვიდეობების დროს შედგა და არა მანამდე.

მაგრამ ძალიან სასაცილო იყო ნიკა, როცა ხელოვნურ ინტელექტზე ჩაიციკლა. ამ აბდალას ალბათ ხელოვნური ინტელექტი T1000 წარმოუდგენია ტერმინატორის სამყაროდან, ხელოვნური ინტელექტი არის ავტონომიური პრორგამირების სისტემა რომელიც დამოუკიდებლად ქმნის ტასკებს და პერფომანსებს, ამიტომ ნიკას მოლოდინი რომ AI არის ინტელექტის ის ფორმა რომელიც გეტყვის “დღეს რა გაწუხებს” აცდენილია რეალობას. ხელოვნური ინტელექტი დანერგილია მრავალ სფეროში როგორიცაა საფონდო ბირჟა, საჰაერო, საზღვაო კომუნიკაცია და ა.შ.

არ შემიძლია არ ვახსენო ელისო კილაძე, ის რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა ბაჩანასთან მიმართებაში იყო სულმდაბლობა. ჯერ იყო და ინტერვიუ სახელდახელოდ ყვითელი პრესის ბანძუკია ჟურნალიუაგასავით ჩამოართვა, დაახლოებით ისე, როგორც კონტენტის მაძებარი ჟურნალიუგები ვინმე სელებრითს ჭამის დროს მიკროფონით დაადგებიან.

ბიჭის სიცილი იყო გამოწვეული სიტუაციის არასტანდარტულობიდან და კომიკურობიდან. შემდეგ კი რესპოდენტის არამომზადებულობა შემოგვასაღა, როგორც “ჩანერგილობა” და სულმდაბლობა გაგრძელდა ამ ბიჭის გაშავებით, ვინმე სხვა “ბაჩანას” მოძიებით, რომლის ინტენცია იყო თითქოს ის რომ ნამდვილი ბაჩანა მოგზავნილად წარმოედგინა. Wishful Thinking არის მისი არაობიექტურობის აპოგეა, სინამდვილეში რაც გათხარა გახლავთ შესაძლო “double flirting” ისტორია.

რაც შეეხება კეისს, არსებული ინფრომაციით მე ვარაუდობ რომ ეს იყო სუიციდი. სპეკულაციები იმ თემაზე რომ 100 კმ გავლა რათ უნდოდა თავის მოსაკლავად, არის ბრიყვული, იმიტომ რომ გამომდინარეობს ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის დასკვნიდან, რომელსაც სულიერი კრიზისი არ აქვს. დიახ, სუიციდს ჭირდება ინტიმურობა და ეგოისტური აქტი განსაკუთრებით სასტიკი იქნებოდა თუკი ამას მის საცხოვრებელი სახლის აბაზანაში ჩაიდენდა, ინტიმურობა ვრცელდება სუიციდის დაუბრკოლებლობის სურვილშიც, ამიტომ თამარის გაურკვეველი მარშრუტები, სოფლის ჩიხებში შესვლა-გამოსვლები სწორედ საბოლოო გაჩერების ძიება უფროა ვიდრე გატყუება.

რაც შეეხება შსს და საქმის გამოძიებას, აქ საქმე გვაქვს არა სუიციდის ფაბრიკაციასთან, არამედ არაპროფესიონალიზმთან და ხაზეინის შიშთან. თუკი საქმეში დევს წამლები, რომელიც სისხლშია გახსნილი, არ არის გამოკვეთილი მკვლელობის მოტივი, გამოძიებას არ უნდა ჭირდებოდეს განსაკუთრებული ძალისხმევა სუიციდის დამტკიცების. მაგრამ შსს იმდენად დისკრედიტირებულია და ჩაბანძებულია, რომ ჭირისუფლის შანტაჟს თავი გაუყადრა და მოცემულობის დამტკიცების ფაბრიკაციას მიჰყო ხელი.

აქეთ ხაზეინი (კოლექტივის თავმჯდომარეს ვგულისხმობ) აწვება რა ცირკად გადააქციეთ ეს საქმეებიო, ხოდა ამ საყოველთაო სიბრიყვის ფონზე, ქმნიან ისეთ აბსურდებს, როგორიცაა გუგლის საძიებო სისტემაში “როგორ მოვიკლა თავის” ფაბრიკაცია და სხვა მსგავსი სიბანძეები.

ეჭვი მაქვს რომ შაქარაშვილის კეისშიც ბევრი ამდაგვარი სიბრიყვეა, რომელსაც ობიექტური მიზეზები არ აქვს გარდა ადამიანური სისულელისა. საკუთარ თავს კითხეთ ვინ მუშაობს პოლიციაში? სამწუხაროდ პოლიციაში მუშაობა არ არის თბილისელთა პრესტიჟული საქმიანობა, აბსოლუტური უმრავლესობა რაიონის მაცხოვრებლები არიან. ეხლა არ დამიწყოთ “მერე რა” და მაგდაგვარები, ვიცი რასაც ვამბობ!
გვარამიამ და კილაძემ თავიანთი სპეკულაციები ააგეს ისე, თითქოს ბრიტანული “Mid Summer Murders” სერიალის კეისები იყოს, სადაც განსაკუთრებული და მოხდენილი დანაშაულებია გასახსნელი, არადა საქართველოში დამნაშავეც და გამომძიებელიც ბრიყვი და იდიოტია და ამდაგვარ “მნაგახადოვკებს” ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გააკეთებს.” - წერს ირაკლი მეფარიშვილი.

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო: -19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. -12 ოქტომბერს, აჭარის გარდა,

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩა

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწობებს

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მ

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლი

TBC Credit-ის სწრაფი სესხები ონლაინ

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის პროდუქტია - ციფრული პლატფორმაა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხი დისტანციურად მიიღოს.  რატომ კონკრეტულად სამომხმარებლო სესხი? ვებგვერდზე სესხის მიზნობ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე