უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 აგვისტო, 2022 13:24
font-size

ბაჩო დოლიძემ გენერალურ პროკურატურაში რუსეთის მოქალაქის ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ გენერალურ პროკურატურაში რუსეთის მოქალაქის ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა .

როგორც დოლიძემ, პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე უნდა აღიძრას ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ, რადგან მას დავალებული ჰქონდა ჯაშუშური საქმიანობა და სხვა ადამიანების თვალთვალი.

„საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, ოსიპოვს, რომელიც 1 თვეა საჯაროდ საუბრობს იმაზე თუ როგორ ავალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშურ საქმიანობას. აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას სხვა ადამიანების შესახებ , რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ აღნიშნულ საქმეში. ერთი თვე გავიდა და სამართალდამცავ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ამ საკითხით ვინტერესდებით , გუშინ გვიან მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა. დიდი იმედი მაქვს , რომ ამ ადამიანს არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“,- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ვსევოლოდ ოსიპოვმა „ეხო კავკაზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფსბ-თან თანამშრომლობდა. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, მისი ბოლო დავალება იყო წასულიყო საქართველოში და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეთვალთვალა.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი