უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
- 13.04.2021 10:27დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
არქივი
სამართალი


ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - ვახტანგ გომელაური
ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
„ბადრი ესებუას თემაზე იმდენი მაქვს ნასაუბრები... მესმის, რომ დასაკავებელია. მანდ იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე ავუხსენი პრემიერს, არის სამი ვარიანტი, მითხრა, არავითარი სისხლისღვრა. რომ გამოვიდა ადამიანი [ბანკიდან], ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ, გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით...
მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი. არ ვიცი, როდის დავაკავებთ ესებუას, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ოპერატიულად რა დონეზე ვართ, სწორი არ იქნება, ბატონ ესებუას მივაწოდოთ ინფორმაცია, ახლა ამ ეტაპზე ვართ, იმ ეტაპზე ვართ, ახლოს ვართ თუ შორს... გეთანხმებით, რომ დასაჭერია, ითხოვთ ამას და სწორიც ბრძანდებით, რომ მოითხოვოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი დაკავება, თუმცა მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან სწრაფად დაკავებული და დასჯილი უმკაცრესად,“ - განაცხადა შს მინისტრმა.
გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ისაუბრებს, კონკრეტულად რა ოპერატიული ღონისძიებები ტარდება და ესებუას ვერ მიაწვდის ინფორმაციას, მისგან ახლოს არის თუ არა.

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
13 აპრილი, 2021 , 13:27

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა
13 აპრილი, 2021 , 11:51
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
13 აპრილი, 2021 , 11:21

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
13 აპრილი, 2021 , 10:27

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
12 აპრილი, 2021 , 15:00

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს
12 აპრილი, 2021 , 15:00