უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 მარტი, 2017 16:55
font-size

ბადრი პატარკაციშვილი ზაზა ოქუაშვილს დაჟინებით არწმუნებდა, რომ ბიზნესის საკონტროლო პაკეტი დაეთმო - ირაკლი ბათიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ირაკლი ბათიაშვილი დაიკითხა, რომელმაც 2006 წელს ,,ომეგა ჯგუფის’’ კომპანიებში შეჭრისა და იბერია ტვ-ის ლიცენზიის გადაფორმების პერიოდი გაიხსენა.

როგორც მოწმემ დაკითხვისას აღნიშნა, ის ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეგობარია და პირადად მისგან მიიღო ინფორმაცია ჰოლდინგის დათმობის მიზნით ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ.

კერძოდ, მოწმემ გაიხსენა 2003 წლის დეკემბერი, როდესაც ზაზა ოქუაშვილმა მას მოუყვა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრის შესახებ.

,,ზაზა ოქუაშვილმა მომიყვა, რომ ჰქონდა შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილთან და ამ უკანასკნელმა გააფრთხილა, რომ შეიძლება ზაზას პრობლემები შექმნოდა საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით და ეს რომ არ მომხდარიყო, კომპრომისებზე უნდა წასულიყო ხელისუფლებასთან. მაშინ ვთქვით, რომ დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენებიო.

მოგვიანებით, უკვე 2004 წლის თებერვალში მოხდა ვანდალური შეჭრა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ტვ იბერიასა და ფაბრიკაში. სპეცრაზმის შეჭრა რომ შემატყობინეს, წავედი ჯერ იბერია ტვ-ს შენობაში, სადაც ვნახე, რომ ნიღბებით იდგნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები, იყო პანიკა და განგაში, შოკში იყო ხალხი. იქ იყო თავად ზაზა ოქუაშვილიც, ნატო ჩხეიძეც, ლუბა ელიაშვილიც და სხვები. უკვე შეჭრილები იყვნენ ვაშლიჯვარში, ფაბრიკაშიც. იქ რომ მივედი, ძალიან ცუდი სიტუაცია დამხვდა იქაც. აგრესიულად იქცეოდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, ჟურნალისტებს მისდევდნენ, რომ არ გადაეღოთ სიტუაცია. აგრესიული ფონი იყო, დაწიოკებული იყო ყველაფერი. ,,იბერია’’ და ფაბრიკაც გაჩერდა.

ამის შემდეგ ისევ დამიკავშირდა ზაზა და მითხრა, რომ კვლავ ჰქონდა შეხვედრა ბადრისთან და ამ შეხვდარზე უკვე, ბადრი დაჟინებული ფორმით არწმუნებდა, რომ სჯობდა დაეთმო ბიზნესის საკონტროლო პაკეტი - 51% და თუ ამ კომპრომისზე არ წავიდოდა, ზაზა ოქუაშვილს დაიჭრდნენ’’, - აღნიშნა ბათიაშვილმა.

მისი თქმით, ოქუაშვილის მონათხრობიდან მან გაიგო, რომ წილების დათმობის საკითხში სერიოზული აქცენტი კეთდებოდა პატარკაციშვილის მხრიდან იბერია ტვ-ზე.

,,სააკაშვილს სურდა ხელში ჩაეგდო ,,იბერია’’, რადგან აღელვებდა ის, რომ ეს იყო დამოუკიდებელი ტელევიზია და ვერ აკონტროლებდა,’’ - აღნიშნა ბათიაშვილმა.

როგორც მოწმე იხსენებს, ზაზა ოქუაშვილის პოზიცია იყო ხისტი და კატეგორიულად უარყოფდა რაიმე კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას.

ბათიაშვილის ინფორმაციითვე, ზაზა ოქუაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა 2004 წლის გაზაფხულზე, სადაც 51%-იანი წლის დათმობის შეთავაზება 60-65%-მდე იყო გაზრდილი.

,,უთხრა, რომ დროულად მიეღო გადაწყვეტილება და უკვე 60-65%-ზე იყო ლაპარაკი და არა 51%-ზე. ის პირებიც დაუსახელა პირდაპირ ვისზეც უნდა გადაფორმებულიყო წილები და მათ შორის მთავარი იყო თავად მიხეილ სააკაშვილი. ბადრიმ უთხრა, რომ ეს ყველაფერი შეთანხებული იყო სააკაშვილთან. ზაზას პოზიცია ამჯერადაც იყო კვლავაც ხისტი, ის არ აპირებდა დათმობას’’, - აღნიშნა ბათიაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის გარდა სხვა პირებს, თუ ვისზეც უნდა გადაფორმებულიყო ზეწოლის შედეგად ,,ომეგა ჯგუფის’’ წილები, მათ შორის მოწმემ დაასახელა თავად ბადრი პატარკაციშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი.

მოწმემ ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელთან, ბესარიონ კეიდიასთან გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნა, რომელზეც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თუ ზაზა ოქუაშვილი დათმობაზე არ წავიდოდა, მას დაიჭერდნენ.

,,ამის მერე ზაზა წავიდა საქართველოდან. მე მას მერე კონტაქტი მქონდა მის ახლო გარემოცვასთან და მეუღლესთან, ნატო ჩხეიძესთან, რომლისგანაც მოგვიანებით შევიტყვე, რომ ზაზა აიძულეს დაეთმო ,,იბერიას’’ ლიცენზია და როდესაც გადაფორმება მოხდა, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იყო’’, - განაცხადა ბათიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილან პირველი შეხვედრის შემდეგ მისი ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდა და მისგანაც ასევე მიიღო რჩევა, წასულიყო კომპრომისზე, თუმცა ,,ომეგა ჯგუფის’’ ხელმძღვანელმა მასაც უარი უთხრა.

ამასთან, ირაკლი ბათიაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ,,ომეგა ჯგუფსა’’ და ,,იბერიაში’’ შეჭრაში და ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობაში თავად ზაზა ოქუაშვილი მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 20 მარტის 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ