უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 11:49
font-size

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება.

როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეგისტრაცია ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge წარიმართება.

პირველი ეტაპის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას შეძლებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 15:01

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა. კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პე

მეორე კვარტალში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 აგვისტო, 2019 , 14:40

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა. უწყების მონაცემებითვე, 2019 წლის მე

“განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული`- “კურიერი“ პრეზიდენტს მის სახლთან გაესაუბრა

19 აგვისტო, 2019 , 14:18

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შე

სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია - დარღვევები სამედიცინო დაწესებულებებში

19 აგვისტო, 2019 , 13:19

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსურ მონიტორინგს აგრძელებს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 აგვისტო, 2019 , 11:53

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონ

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19 აგვისტო, 2019 , 11:27

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საპატრულო პოლიციის დეპარტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს