კომენტარი


ბაგა–ბაღიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება - დავით სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზემო ფონიჭალის ბაგა–ბაღიდან გადმოვარდნილ ბავშვს „ქალა-ტვინისისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრამვა აღენიშნება“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.
„მას აქვს ქალა-ტვინის ტრამვა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრამვა. ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას“,- განაცხადა მინისტრმა.
ფაქტზე რეაგირებაზე საუბრისას, სერგეენკომ აღნიშნა,რომ პირველ რიგში ძალიან სწრაფად უნდა იქნეს გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული.
„შესაბამისი ხარვეზის დამშვებმა უნდა აგოს პასუხი და უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ“,- აღნიშნა სერგეენკომ.
ზემო ფონიჭალის ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
ბავშვი იგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური
26 თებერვალი, 2021 , 12:39

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15