უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ბაღათურია უმრავლესობას პენსიების ზრდაზე კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს 12.06.2012 17:47

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო უმრავლესობას სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ლაპარაკია “ქართული დასის” მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს. ბაღათურიას თქმით, მინიმალური პენსია 168 ლარი უნდა იყოს, ხოლო პენსიონერის სტაჟის მიხედვით, თითო ნამუშევარ წელზე 2 ლარი უნდა დაემატოს.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და კენჭსაც დღესვე უყრის, მანამდე კი ბაღათურიამ უმრავლესობას მოუწოდა, ნუ “შეეშინდებათ პრეზიდენტის” და მხარი ხსენებულ კანონპროექტს დაუჭირონ.

“ნუ შეგეშინდებათ პრეზიდენტის. გეშინოდეთ ღვთისა და ხალხისა. გაიხსენეთ, რა შემოსავალი გაქვთ თქვენ, როგორ კაბინეტებში ხართ და ის, რომ ხალხი ნაგავში იქექება”, -- მიმართა დეპუტატმა კოლეგებს.

მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ დამდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული დასი” უპირველესად სწორედ პენსიის ზრდაზე იზრუნებს.