უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
რეგიონები
ბაღდათში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.