უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2018 11:15
font-size

ბახტაძე როგორც კი დაინიშნება, მაშინვე მოვითხოვ შეხვედრას მასთან - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება პრემიერ-მინისტრად, სარალიძე მაშინვე მოითხოვს მასთან შეხვედრას.

როგორც სარალიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა, სამთავრობო ცვლილებები მისი თემის გადაფარვას ემსახურებოდა.

„მთავრობის გადადგომა ემსახურებოდა თემის გადაფარვას და იმის მცდელობას, რომ საპროტესტო აქციები შევწყვიტოთ, რადგან მთავრობაში ახლა ისეთი სიტუაცია შექმნეს, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი?! ამ მუხტს არ ჩავაქრობ. ბახტაძე როგორც კი დაინიშნება, მაშინვე მოვითხოვ შეხვედრას მასთან. კონკრეტულად მოვთხოვ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. შს მინისტრი ჩათვალეთ, რომ არ გვყავს. გახარია თუ დარჩება თავის ადგილზე, მე პირადად ჩავთვლი, რომ მთავრობა და სისტემა ისევ გვიპირისპირდება. გახარიას უწყებამ დაიწყო თავდაპირველად ამ საქმის გაყალბება. თუ გახარია დარჩა თავის ადგილზე, ჩათვალეთ, რომ გამოძიება აღარ არსებობს“, - განაცხადა სარალიძემ.

მანვე ისაუბრა ფილმის შესახებ, რომელიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გავიდეს და განაცხადა, რომ დაახლოებით შინაარსი იცის, მაგრამ ჯერ თავადაც არ აქვს ფილმი ნანახი.

„ფაქტია, ეს ფილმი ყველას ანახეს ჩემ გარდა - საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ფილმში არის აღწერილი თავიდან ბოლომდე, თუ რა მოხდა, ვინ ურტყავდა დანას ჩემს შვილს, ლევან დადუნაშვილს. ეს არის შეჯამებული ვერსია. შს სამინისტროს დაინტერესება იყო, რომ ეს ფილმი არ გასულიყო, რადგან მასაც უნდა, ის ორი ადამიანი დაისაჯოს მხოლოდ, ვისაც ახლა მისჯილი აქვს. ნათია მეზვრიშვილი გამოვიდა და ისე გამოუვიდა, რომ მოსამართლე შეცდა“, - განაცხადა სარალიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მ

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება

15 თებერვალი, 2019 , 17:00

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ

ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

ბახტრიონის ქუჩაზე, დიდი სიჩქარით მომავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყოფ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზია "ელეგანტში" შევარდა. დაზიანდა ტანსაცმლის მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. ინციდენტის შედ

მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

მარნეულთან მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. „გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმარ

უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა - დავით ზალკალიანი

15 თებერვალი, 2019 , 10:37

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრ