უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

ბაკურიანის სატყეო უბნის ტერიტორიაზე უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭარწყლის სატყეოს ტერიტორიაზე, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი, გენერატორი, ბენზოხერხი და სახერხი დანადგარის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი. ადგილზე ნაპოვნია წიწვოვანი სახეობის 8.6 მ3 მორი და 11.55 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

სახერხი დანადგარი და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

აღნიშნული უწყებები აგრძელებენ გამკაცრებული ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას, 24 საათიან პატრულირებასა და ხე-ტყის წარმოშობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემოწმებას, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

21 ნოემბერი, 2017 , 23:05

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფე

ზუგდიდის მერმა შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

21 ნოემბერი, 2017 , 17:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, შვედეთის ქალაქ მოლნდალის დელეგაციას უმასპინძლეს - ამიშ შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მ

„ნაციონალური მოძრაობის“ 4-კაციანი ფრაქცია პატარა ოთახშიც მოთავსდება - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

21 ნოემბერი, 2017 , 13:01

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს

ხობში მონადირეებმა მგელი მოკლეს

21 ნოემბერი, 2017 , 12:10

ხობში, სოფელ ნოჯიხევის მოსახლეობა მგლების თავდასხმაზე საუბრობს და სანადირო ლიცენზიების დამატებით გაცემას ითხოვს. სოფლის საძოვარზე ადგილობრივებმა მგელი მოკლეს, რომელიც საქონელს დაესხა თავს. შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალი

ზუგდიდში სასაფლაოზე სავარაუდოდ, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

21 ნოემბერი, 2017 , 10:50

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე სავარაუდოდ 30 წლამდე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამჟამად, ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმ

ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

20 ნოემბერი, 2017 , 15:55

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყები