უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 აგვისტო, 2019 14:30
font-size

ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც დაახლოებით 20 კმ-მდე ახალ სასრიალო ტრასებს ნიშნავს - ნათია თურნავა

„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში, სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მშენებლობის დაწყების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა.

მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამზადისი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

„საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს წლებში განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლდა კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა, საქართველოში პირველად დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების აგრეგატები დიდველზე, ბევრი სხვა რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის დღევანდელი პროექტიც, როცა საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე - საერთაშორისო დონისა და სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ აშენდება 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო, რაც ნიშნავს დაახლოებით 20 კილომეტრამდე ახალ სასრიალო-სათხილამურო ტრასებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბაკურიანში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ხელშეკრულება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა. საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველისა და კოხტაგორის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და მოწვეული სტუმრები.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

19 მაისი, 2020 , 10:30

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ ინფ