უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 14:30
font-size

ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ - მარიამ კუბლაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი გაეცნო.

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზისთვის ამოღებული ტყვიის ფრაგმენტში, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალი არ იყო და ეს ნაწილი „არ აღმოჩნდა საკმარისი“ დნმ-ის კვალის დასადგენად.

„ტყვიაზე არც დნმ-ი აღმოჩნდა, ანუ არც სისხლია და არც დნმ-ი. კედლიდან ამოიღეს ტყვიის 5 ფრაგმენტი. ამ ფრაგმენტებიდან ერთზე, ექსპერტს ეწერა, რომ საკმარისია მისი მოცულობა, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა და მასზე გაიცეს პასუხი. სწორედ ამ საკმაოდ დიდი ტყვიის ფრაგმენტს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა დასკვნაში ჩაიწერა, რომ „ფრაგმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დადგენილიყო დნმ-ის კვალი“. ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხით დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ მომხდარა. „ახლო მანძილად“ ამ შემთხვევაში ითვლება 120 სმ. ნასროლი არის ზემოდან ქვემოთ“, - თქვა ოჯახის ადვოკატმა.

კუბლაშვილის შეფასებით, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება რთული იქნება, რადგან მაჩალიკაშვილის შუბლის ის ნაწილი, რომელსაც ტყვია მოხვდა, განადგურდა. მეორე დეტალი, ანუ კედლის ის ნაწილი, რომელშიც ტყვია გაჩერდა, ამოჭრილია.

„უნდა ითქვას, რომ შუბლის ის ნაწილი, რისი დახმარებითაც უნდა გარკვეულიყო სროლის მანძილი, თემირლან მაჩალიაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განადგურდა. ასევე ამოჭრილია კედელი, სადაც გაჩერდა ტყვია. აქედან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია იმაზე, რა და როგორ ვითარებაში მოხდა გასროლა“,- თქვა ადვოკატმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი 10 იანვარს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომც

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2019 , 16:20

2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. „ჯივიპის“ ცნობით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ

12 დეკემბერი, 2019 , 14:15

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ. სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა. უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“

12 დეკემბერი, 2019 , 14:00

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერი, 2019 , 13:35

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა ამბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. "ოპოზიციის ორი დეპუტატი შემოვიდა და გარკვეული ნივთიერება

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. „მოქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`