უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 იანვარი, 2017 14:35
font-size

ბანკებისთვის უსვრია ბღუჯაფული ავრორას - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ლარის გამყარების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძემ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, საქართველოში როგორც ყოველთვის არასწორად, ლარის სწრაფ გამყარებას ან გაუფასურებას რაღაც მოვლენას მიაწერენ.

„არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ჯერჯერობით არ არის. სამომავლოდ ეს შეიძლება გახდეს ლარის გამყარების მიზეზი, თუ ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები დროებით გადაწონა გალარების პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობამ. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს ირიბ ინტერვენციებს და ნაცვლად საბაზრო ფასით უცხოური ვალუტის სავალუტო ბირჟაზე გაყიდვისა, პირდაპირ აძლევს დოლარებს კომერციულ ბანკებს. ამით მცირდება ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები.

გალარება სინამდვილეში არის ბანკებისადმი მხარდაჭერის ერთჯერადი კამპანია: ბანკებს ბიუჯეტიდან აძლევენ 65 მილიონ ლარს და ისინი არაფერს კარგავენ, პირიქით გადახდისუნარიანობა დაკარგული კლიენტების ფულის ნაწილს მთავრობა უფარავს მათ; ბანკებს ეროვნულმა ბანკმა ასესეხა 400 მილიონი ლარი; ბანკები ამ ნასესხები ფულით იყიდიან იაფი კურსით უცხოურ ვალუტას, ანუ სავალუტო ბირჟაზე იქნება ნაკლები მოთხოვნა დოლარებზე, რადგან ეროვნულმა ბანკმა მათთვის”სპეცჯიხური” გახსნა საკუთარ შენობაში.

მოკლედ, როგორც იტყვიან, ბანკებისთვის უსვრია ბღუჯაფული ავრორას. მონეტარული შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მოჰყვებოდა ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით. ამ მასშტაბის ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში ლარის გაუფასურების მეორე ტალღა არც იქნებოდა. მაშინ ინტერვენციებზე უარის თქმას თეორიულად ასაბუთებდნენ, ახლა რეზერვების ხარჯვას ლარიზაციით გაამართლებენ, ისევე, როგორც ბიუჯეტიდან უსარგებლოდ და უსამართლოდ გასროლილ 65 მილიონ ლარს. საბოლოო ჯამში, ლარის შესაძლო გამყარებას კი ამ ძვირადღირებულ აქციას მიაწერენ.არა და ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა. თუმცა, მაშინ რეზერვები ხელშეუხებელი მარაგი იყო, ახლა კი გალარების მსხვერპლი“,-წერს გოცირიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი