უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
`ბანკი კონსტანტას` ახალი პროდუქტის დახმარებით საქართველოში უნიკალური პროექტი განხორციელდა 10.07.2012 10:44

"ბანკი კონსტანტას" სრულიად ახალი პროდუქტი - INBOX, საქართველოში სულ ახლახან მომხდარი სენსაციური ღონისძიების თანასპონსორი გახდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 12.00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, `ბანკი კონსტანტას~ წარმომადგენლებიც _მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გოგუა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი, გიორგი სიბაშვილი _ დაესწრებიან.

6 ივლისს ცნობილი მთასვლელი და ბეისჯამპერი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარაშუტით ხტომაში, ვალერი როზოვი კავკასიონის სიმბოლოს, ლეგენდარული უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან - 4300 მეტრის სიმაღლიდან გადახტა. ეს იყო ბეისჯამპინგის ისტორიაში პირველი ნახტომი „ფრთები“-კოსტიუმის (Wingsuit) გამოყენებით უშბის მთიდან.

47 წლის რუსი სპორტსმენის ვალერი როზოვის უშბის ექსპედიცია 28 ივნისს დაიწყო. ის მოსკოვიდან საქართველოში ორ სხვა ცნობილ მთასვლელთან - ალექსანდრ რუჩკინთან და ოლეგ ხვოსტენკოსთან ერთად ჩამოვიდა. მათთან ერთად უშბის დალაშქვრაში მონაწილეობდნენ: ფოტოგრაფები თომას სენფი (შვეიცარია), ანტონ ჟდანოვი (რუსეთი), ვიდეო ოპერატორები ნიკა ლებანიძე (საქართველო), ჩენგიზ თანჩი (თურქეთი, ინგლისი) და გოჩან ილდირიმი (თურქეთი).

სპორტსმენებმა უშბის მწვერვალის მისაღწევად ჯაფარიძის მარშრუტი აირჩიეს, რომელიც მთლიანად ფეხით გაიარეს. მწევრვალის მისაღწევად მათ 2 დღე დაჭირდათ, ექსპედიცია კი ჯამში 8 დღე გაგრძელდა.

ექსპედიციის პერიოდს განსაკუთრებულად ცივი და ალპინიზმისთვის საშიში ამინდი დაემთხვა, მაგრამ 6 ივლისს, როგორც კი ამინდმა ვალერი როზოვს ამის საშუალება მისცა, მან შეასრულა ბეისჯამპინგის ისტორიაში პირველი ნახტომი უშბის მთის მწვერვალიდან, კონკრეტულად კი უშბის სამხრეთ მწვერვალის ჩრდილო-დასავლეთ კედლიდან. როზოვმა 3 კილომეტრი გაიფრინა საშუალოდ 200 კმ/ს სიჩქარით, თავისუფალი ვარდნის ხანგძლივობამ კი 65 წამი შეადგინა.

ცნობისთვის: ბეისჯამპი (B.A.S.E. Jump) - იმ ობიექტების სახეობების აბრივიატურა, საიდანაც შესაძლებელია გადმოხტომა: „B” (Building) - შენობები, “A” (Antenna) - ანძები, “S” (Span) -ხიდები, “E” (EartH) - ხმელეთი, კლდეები. ბეისჯამპინგი სპორტის ყველაზე ექსტრემალური და საშიში სახეობაა. სპორტსმენები ნახტომის შესრულებისათვის სპეციულურ კოსტიუმს იყენებენ, რომელსაც ვინგსიუტი ქვია (Wingsuit) – “ფრთები“-კოსტიუმი. ეს კოსტიუმი ფრენის დიაპაზონს ზრდის: თუ ჩვეულებრივი ნახტომის შემთხვევაში დაშვება თითქმის ვერტიკალურად ხდება, ამ კოსტიუმის გამოყენებისას ფრენა შესაძლებელია დიაგონალზე. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენებს ნახტომის დროს არ აქვთ დაზღვევა.

ვალერი როზოვის ყველაზე ცნობილი ბეის-ნახტომები: მონბლანის მთიდან, ჰიმალაის მთების შივლინგის მწვერვალიდან, ანტარქტიდის მთებიდან და სხვა.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა "ბანკი კონსტანტას" სრულიად ახალი პროდუქტი - INBOX-ის პარტნიორობით.