უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ოქტომბერი, 2017 17:25
font-size

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება - ილჰამ ალიევი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

„დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე ჩამოვიდნენ სტუმრები მოძმე, მეგობრული ქვეყნებიდან. დღეს მე განსაკუთრებით მივესალმები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, საქართველოს, უზბეკეთის, ყაზახეთის პრემიერებს, ტაჯიკეთის, თურქმენეთის მინისტრებს და მათ მადლობას ვუცხადებ ამ ცერემონიაში მონაწილეობისთვის.

ძვირფასო სტუმრებო, თქვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში კიდევ ერთხელ აჩვენებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია. ამ გზის სიგრძე 850 კილომეტრს წარმოადგენს, აქედან 504 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და საიმედო გზაა.

„ამ გზის საშუალებით პირველ ეტაპზე იგეგმება ხუთი მილიონი ტონა ტვირთის გადატანა, მომდევნო ეტაპზე - 17 მილიონი ტონა, მოგვიანებით - კიდევ უფრო მეტი მოცულობის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი