უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მარტი, 2018 17:25
font-size

ბაქოში საქართველო, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 14-15 მარტს ქ. ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატი ითვალისწინებს რეგიონალური კავშირების გაღრმავებას და მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

აღნიშნული შეხვედრის შემდგომ გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.

ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ბაქოს მე-6 გლობალურ ფორუმში „ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხარვეზების აღმოფხვრა“.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში - დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

21 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც მისი გვარიც ფიგურირებს. ყოფილი მინისტრის შეფასებით, მისი გვარი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 20 სექტემბრის  სხდომაზე  რეკომენდაცია გამოსცა. აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლ

როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან - ნატო ჩხეიძეს გამოძიების იმედი არ აქვს

21 სექტემბერი, 2018 , 16:00

პარლამენტის დეპუტატი  ნატო  ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს გამოეხმაურა. ჩხეიძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქმეს სათანადოდ გამოიძიებენ. „მე ვფიქრობ, რომ როგორც წე

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციასშეხვდა

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარ

პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემა

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`