ბაქოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი პრიორიტეტულია - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

აზერბაიჯანში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ემანუელ ნახშონმა, აზერბაიჯანულ გამოცემა APA-ს განუცხადა.

„ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ვიზიტი ერთ-ერთი პრიორიტეტულია“,-აღნიშნა სპიკერმა.
ნახშონის თქმით, ისრაელ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კარგი პოტენციალი არსებობს ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

მისი თქმით, ისრაელს ძალიან უნდა ქვეყანაში აზერბაიჯანის საელჩო გახსნას.

„ძალიან გვინდა ისარელში აზერბაიჯანის საელჩო გავხსნათ. ეს დადებითად აისახება ჩვენს ძლიერ და კარგ ურთიერთობაზე“,-განმარტა სამინისტროს სპიკერმა.

მთიან-ყარაბახზე საუბრისას, ემანუელ ნახშონმა აღნიშნა, რომ ისრაელი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მედია, ბაქოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტზე წერდა, რომ იგი მიმდინარე წლის ოქტომბერში შედგება.

მონიკა დავლიანიძე