უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 ნოემბერი, 2016 15:20
font-size

ბარაქ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა, სამიტის ფარგლებში, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოკლე საუბარი გამართეს.

სამიტი პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა.

თეთრი სახლის ინფორმაიცით, ბარაქ ობამამ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა სირიაში ძალადობის მასშტაბების შემცირებისკენ.

„სირიასთან მიმართებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა უნდა განაგრძონ ინიციატივების შეთავაზება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ძალადობის ზღვარი შემცირდეს“,-განაცხადა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ობამამ პუტინს ასევე მოუწოდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„პრეზიდენტმა, პრეზიდენტ პუტინს მოუწოდა მინსკის შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულებების შესრულება განაგრძოს, და აღნიშნა, რომ ამერიკა და მისი პარტნიორები უკრაინის სუვერენიტეტის მომხრე არიან“,-აღნიშნა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კი „ორი ლიდერი სამუშაო სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს მიესალმა და ძალიან მოკლედ ისაუბრა“.

მონიკა დავლიანიძე

დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ - დონალდ ტრამპი

27 მაისი, 2020 , 17:40

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ავღანეთში ჩ

სომხეთი: კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 13:00

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბო

რუსეთი: კორონავირუსის 8 338 ახალი შემთხვევა, 161 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 12:49

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 161 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 370 680 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუ

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდ

რუსეთი: კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა, 92 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 12:31

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 353 427-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 92 ადამიანი და

სომხეთი: კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 11:53

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო დღე ღამეში ვირუსს კიდევ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, და