უკან
საზოგადოება
28 თებერვალი, 2018 17:20
ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 6 ადამიანი დაშავდა
ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 6 ადამიანი დაშავდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, დაშავებულები მოზარდები არიან. მათგან სამი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ სამი „ამტელ ჰოსპიტალში“.
შენობაში, საიდანაც მინა ჩამოვარდა, სახელმწიფო ელექტროსისტემაა განთავსებული.