უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

„ბარბარიზმების ლექსიკონი“ ინტერნეტში განთავსდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ შექმნილი ბარბარიზმების ლექსიკონი ინტერნეტში განთავსდა.

„ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონში“ 1000-ზე მეტი ბარბარიზმი შევიდა. მათ შორის, 200 ინგლისურენოვანი ბარბარიზმი („აროგანტული“, „ურგენტული“ და სხვა), 600-ზე მეტი ტექნიკური დარგის რუსული წარმომავლობის ბარბარიზმი („რაზვალი“, „დვორნიკი“ და სხვა) და ჩვენს ყოფაში დამკვიდრებული რუსულენოვანი საერთო ლექსიკის ბარბარიზმები („ჩაინიკი“, „აჩკი“ და სხვა). „ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონის“ მისამართია http://barbarisms.ge/.

ლექსიკონში ბარბარიზმის მოძებნა შესაძლებელია სიტყვის საძიებო ველში ჩაწერით. ასევე შესაძლებელია მთლიანი ლექსიკონის დათვალიერება ველის ზემოთ განთავსებული ქართული ანბანის ასოების დახმარებით. ლექსიკონის გვერდებზე გადასვლა შესაძლებელია ძირითადი ველის ზემოთ და ქვემოთ განლაგებული გვერდების ნომრების გამოყენებით.

ბარბარიზმების ქართული შესატყვისების მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება გამოიხატება მოწონების და დაწუნების ღილაკებით. ასევე, შესაძლებელია, კომენტარის გამოგზავნა ან სიტყვის გაზიარება მომხმარებლის ფეისბუქის გვერდზე.

ბარბარიზმების ლექსიკონისათვის დაიწერა სტატია „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება“ (http://barbarisms.ge/article1/), რომელშიც გაანალიზებულია როგორც თავად პრობლემა, ისე მისი გამომწვევი მიზეზები.

ჯეოსელი თავის მომხმრებელს გეგმიური სამუშაოების შესახებ აცნობებს

22 ივნისი, 2017 , 17:30

ჯეოსელი თავის მომხმრებელს აცნობებს, რომ 23 ივნისს, 01:30 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები ქსელის მოდერნიზაციის მიზნით, რამაც, შესაძლებელია გამოიწვიოს შეფერხება ინტერნეტის მომსახურებ

საზაფხულო ბანაკი დაიწყო

22 ივნისი, 2017 , 16:50

მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს. სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადას

ვგმობთ ინიციატივას ჯარიმებზე 20 %-იანი ფასდაკლების შემოღების შესახებ - ”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია’’

22 ივნისი, 2017 , 16:50

”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია’’ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმის დანერგვას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგები 200-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა

22 ივნისი, 2017 , 16:50

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. სწავლების მონაწილეებს ამჯერად მარნეულის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ტრენინგები ორენოვა

ეროვნული არქივის ფონდების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

22 ივნისი, 2017 , 15:20

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი. ვებპროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე (www.archives.g

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

22 ივნისი, 2017 , 15:20

საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელიც ასახავს 2016 წლის განმალობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ ძ