უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ივლისი, 2018 13:10
font-size

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გერის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს კიდევ შვიდი ახალი ბრალი წაუყენეს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის გაუპატიურების მუხლით წაუყენა. აქამდე მას ბარნოვის ქუჩის საქმეზე მხოლოდ ორი ბრალდება წაუყენეს. სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით გამოძიებამ ბაქრაძეს ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვეფხია ბაქრაძეს ჯამში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს ჩატარდება.

ცნობისთვის, 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მამამინაცვალმა - ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა. ის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მომდევნო დღეს შსს-მ ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბაქრაძე წარსულშიც იყო ნასამართლევი. 2015 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. 2 წლის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელი გაუნახევრდა და ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

დუშეთში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29 თებერვალი, 2020 , 12:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს. შსს-ს ი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს

29 თებერვალი, 2020 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულ

პოლიციამ უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

29 თებერვალი, 2020 , 11:18

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

28 თებერვალი, 2020 , 12:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე ს

მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები - დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

28 თებერვალი, 2020 , 12:00

დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28 თებერვალი, 2020 , 10:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`