საზოგადოება


ბარნოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა
ბარნოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა, მთლიანობაში 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ბარნოვის ქუჩაზე შემთხვევის ადგილი გვიან ღამითვე მოინახულა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სპეციალისტები შეისწავლიან ზიანის შედეგებს და გონივრულ კომპენსაციას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.
მისივე თქმით, ოჯახები, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ბინების რეაბილიტაციამდე, დროებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.
,,ამ ორ ოჯახს მივცემთ დროებით საცხოვრისს, სანამ მოწესრიგდება მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ვაპირებთ არამარტო ამ ორი ოჯახის, არამედ სხვა, აქ მცხოვრები ადამიანების ფართების შესწავლას, კონკრეტულად ქრობის დროს ხომ არ დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43